საზოგადოება

ამინდის პროგნოზი

25.04.18 16:20


დღეს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში დღეს, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,ჰაერი ტემპერატურა +19, +20 გრადუსი იქნება.

26 აპრილს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები