საზოგადოება

ყატარელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

25.04.18 18:20


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზიებით ყატარის პოპულარული გაზეთებისა და რადიოს 8 ჟურნალისტი საქართველოს ეწვია.

პრესტურის მონაწილეებმა ბორჯომი, ახალციხე, ვარძია, ქუთაისი, წყალტუბო, ყაზბეგი, გუდაური და მცხეთა დაათვალიერეს. თბილისში, ყატარის საელჩოში ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ყატარის ელჩი საქარველოში მუბარაქ ბინ სანერ მუბარაქ ალ-ხალიფა შეხვდნენ.

საქართველოს ტურისტული მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება ყატარელი მოგზაურებისთვის, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და ყატარის დედაქალაქ დოჰას შორის. ყატარის ავიახაზები თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად 2 ავიარეისს ასრულებს. ზაფხულის სეზონზე რეისების სიხშირე გაიზრდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები