საზოგადოება
25.04.18 19:35
ქალაქ თბილისსა და ქალაქ ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ტალინის მერმა ტაავი აასმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ელექტრონული მმართველობა.
მემორანდუმის გაფორმებამდე გამართულ შეხვედრაზე მერებმა აღნიშნულ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ ტაავი აასს მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. თბილისის მერის განცხადებით, ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს დედაქალაქებს შორის შედგება უფრო მჭიდრო ურთიერთობა. ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არსებობდა, თუმცა გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ძალიან სიმბოლურია, რომ ორივე ქვეყანა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფორმებს ამ მემორანდუმს. ჩვენ გვსურს, გავიზიაროთ მათი გამოცდილება გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ასევე, ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. ამ სფეროში სტარტაფების დაფინანსების თვალსაზრისით ტალინი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. ჩვენ გვინდა, ყველა ეს გამოცდილება გადმოვიტანოთ ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ტალინის მერის თქმით, მემორანდუმი ქალაქებს სხვადასხვა სფეროში ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს, საქართველოსა და ესტონეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. თბილისსა და ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქალაქების დონეზეც დავიწყებთ ამ ურთიერთობას. ეს შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა კულტურა, ელექტრონული მმართველობა, ტრანსპორტი. ჩვენ უკვე შევთანხმდით დელეგაციათა გაცვლაზე სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისათვის. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს მემორანდუმი არ დარჩება ქაღალდზე და რეალურ შედეგებს ქალაქის მმართველობის სხვადასხვა სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით“- განაცხადა ტაავი აასმა.
საკრებულოში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ილია ელოშვილი, ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი, საქართველოს ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი, ტალინის მერიის წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24