საზოგადოება

შეცვლის თუ არა ზაზა სოფრომაძეს მინისტრის მოადგილის პოსტზე - მიხეილ დუნდუას პირველი კომენტარი

25.04.18 19:50


,,პირველისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ზაზა სოფრომაძეს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა შეცვლის. აღნიშნულის გადამოწმება ,,პირველმა" დუნდუასთან სცადა.

როგორც ,,პირველთან" სატელეფონო კომენტარში მიხეილ დუნდუამ განაცხადა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ინფორმაციას, ზაზა სოფრომაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ჯერ არც ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

ზაზა სოფრომაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს 2014 წლის 25 ივლისიდან იკავებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები