საზოგადოება

თელავში მგლებმა ცხვრები დაგლიჯეს

01.07.16 21:00


წუხელ გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მგლებმა ცხვრები დაგლიჯეს. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გობეჯიშვილების ოჯახმა მგლებისგან დაგლეჯილი 17 ცხვარი დილით იპოვა.

როგორც ჯიმშერ გობეჯიშვილი ამბობს, ძაღლის ყეფა ღამის გაიგო, თუმცა გარეთ გამოსულმა მხოლოდ აშვებული ხბო შეამჩნია, დახოცილი ცხვრები კი დილით ნახა.

"ჩვენ გვინდა ხელისუფლებამ გამოყოს ტექნიკა, რომ დახოცილი ცხვრები დავმარხოთ, შემდეგ კი ზარალი აგვინაზღაურონ, რადგან შვიდ სულიან ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი მუშაობს და ეს ცხვარი ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო," - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ჯიმშერ გობეჯიშვილმა.

თელავის გამგებლის თქმით, გამგეობა გამოყოფს ტექნიკას დახოცილი ცხვრების დასამარხად, თუმცა ზარალის ანაზღაურება შესაბამისი თანხის არარსებობის გამო ვერ მოხდება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები