საზოგადოება
26.04.18 16:45
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ევროკომისარს, ვიტენის ანდრიუკაიტისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და სამომავალო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა ყურადღება გავრცელებული ახალი მავნებლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე გაამახვილა. როგორც ევროკომისარმა განაცხადა, მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სისტემის ტექნიკური, მატერიალური და ადამიანური რესურსის გაძლიერების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს.
„მიმდინარე წლის თებერვალში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ გადაწყდა ევროკომისიის შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ევროპასთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერის გაგრძელება საქართველოში ლაბორატორიული და სურსათის უვნებლობის კონტროლის თვალსაზრისით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ისარგებლოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში მხარდაჭერას აგრძელებს.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24