საზოგადოება

15 სექტემბრიდან, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათებით გადაიხდით

26.04.18 20:30


თბილისში, 15 სექტემბრიდან, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს.

"ტენდერის პირობების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტში ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდა. მითითებული თარიღიდან გაეშვება განახლებული სისტემა", - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. „საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.



წყარო : /www.ambebi.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები