მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩვენების ჩატარება მოითხოვა

27.04.18 17:45


სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობას გადადგომისკენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არმენ კარაპეტიანმა პაშინიანთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა.

როგორც კარაპეტიანის პრეს-მდივანმა აღნიშნა, "მოლაპრაკება, სადაც ერთი მხარე დღის წესრიგს კარნახობს და მეორე მხარეს მისი გატარება არ შეუძლია - მოლაპრაკებად ვერ ჩაითვლება“.

გარდა ამისა, კარაპეტიანი კვლავ მიიჩნევს, რომ კამერების წინ მოლაპარაკების გამართვა, უკვე ნიშნავს, რომ მისი გამართვის მიზანი რამეზე შეთანხმება არ არის.

რაც შეეხება ერევანში მიმდინარე აქციებს, ისინი დილიდან კვლავ განახლდა. მოვლენებში გარე ჩარევის შესაძლებლობაზე საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა მედიას განუცხადა, რომ რუსეთი, ევროკავშირი, ან აშშ მიმდინარე მოვლენებში არ ერევა.

„რუსეთი როგორც სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცემს პატივს, სომხეთის შიდა საქმეებში არ ერევა. პროცესებზე გავლენას არც ევროკავშირი და ამერიკა ახდენენ. ეს წმინდა შიდასომხური საქმეა, არაერთხელ მითქვამს, რომ ამ მოძრაობას გეოპოლიტიკური პროტესტი არ გააჩნია“,-აღნიშნა ოპოზიციის ლიდერმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები