საზოგადოება

სტუდენტური ესეების კონკურსი გამოცხადდა

27.04.18 19:10


საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელწმიფო უნივერსიტეტმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ესეების კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებს დაეთმობა.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რომელიც მიზნად ისახავს მხარეების თანამშრომლობას ახალგაზრდებში 1918-1921 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკურისაკითხებისადმი ინტერესის ამაღლების და შესწავლის ხელშეწყობის მიზნით.

„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ეფუძნებოდა დემოკრატიულ ფასეულობებს, მისი მიზანი იყო ევროპული ინტეგრაცია და ეს არჩევანი დღესაც არის ჩვენი ხალხის არჩევანი,ჩვენი მომავალი, ამიტომ კარგად უნდა შევისწავლოთ ჩვენი ისტორია, რათა ნაკლები შეცდომები დავუშვათ დღეს და მივაღწიოთ იმ მიზანს, რომელიც არის ჩვენი ისტორიულიმიზანი.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან 100 წლის იუბილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის საგარეოპოლიტიკის შესწავლაში სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა.

მინისტრის მოსაზრებით, კონკურსის ფარგლებში ჩატარებული კვლევა საინტერესო ინფორმაციისმატარებელი იქნება ისტორიული ფაქტების ანალიზისთვის.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია მისასალმებელი სიტყვით გახსნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც ესეების კონკურსისმნიშვნელობასა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა უნივერსიტეტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორისმჭიდრო თანამშრომლობას.

ესეების კონკურსის გამოცხადება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები დამედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს. საკონკურსო ესეს მოცულობა უნდა შეადგენდეს 800-1000 სიტყვას. წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა - 11, დაშორება- 1,5 . კონკურსის მონაწილე სტუდენტმა ნაშრომს უნდა მიუთითოს:სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, საფეხური და მიმართულება რომელზეც სწავლობს.

საგარეო საქმეთა სამინსიტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთაგან შემდგარი კომისია, შეარჩევს 3 საუკეთესო ესეს,რომლებიც გამოქვეყნდება საგარეო საქმეთა სამინსიტროსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის და პარტნიორი მედია საშულებების ვებ გვერდებზე.ასევე საუკეთესო ესეებისავტორები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზებით. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია 24 მაისს გაიმართება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები