საზოგადოება

რამდენი ობიექტი დაჯარიმდა საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის

27.04.18 19:30


მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ 81 ობიექტი სახანძრო

უსაფრთხოების დარღვევისთვის დააჯარიმა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, სამი თვის განმავლობაში 2 167 ობიექტი შემოწმდა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის კონკრეტულ ობიექტებს შესაბამის ჯარიმა დაეკისრათ — ჯარიმის საერთო ოდენობამ 9,7 ათასი ლარი შეადგინა.

საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში რამდენიმე მსხვილი ხანძარი მოხდა: 2018 წლის თებერვალში ბაზრობა „ქალაქის გულის" ტერიტორიაზე 5000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა; 2017 წლის ნოემბერში ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2017 წლის იანვრის ბოლოს სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" დაიწვა.

„ლეოგრანდის“ მენეჯერები სასამართლომ გირაოთი არ გაათავისუფლა.

2017 წელს ქვეყნის მასშტაბით 12 ათასამდე სახანძრო-ტექნიკური შემოწმება ჩატარდა, 160 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა — ჯარიმის ოდენობამ ჯამში 11 450 ლარი შეადგინა.

საქართველოში 1998 წლიდან „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ" კანონი მოქმედებდა, თუმცა, 2017 წლის მარტში პარლამენტის გადაწყვეტილებით ამ კანონმა ძალა დაკარგა.

მის ნაცვლად 2017 და 2018 წლებში საკანონმდებლო ორგანომ 2014 წელს მიღებული კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" დახვეწა, რომელიც დღეისათვის სახანძრო უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების დამრღვევები სხვადასხვა ოდენობის ფულადი ჯარიმებით ისჯებიან. ამასთან მინიმალური ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები