საზოგადოება

ქართული დიასპორის წარმომადგენელი მოზარდები დასვენებას ანაკლიაში შეძლებენ

27.04.18 20:10


ქართული დიასპორის 14-დან 18 წლამდე მოზარდები ანაკლიაში დასვენებას უფასოდ შეძლებენ, ნათქვამია რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეარჩევს. პრიორიტეტი მიეცემათ მოზარდებს ლტოლვილთა ოჯახებიდან და ასევე მათ, ვინც ჯერ არ ყოფილა ამ ბანაკში, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს.

კვირის განმავლობაში მოზარდები „მომავლის ბანაკში" შეძლებენ თავიანთი თანამემამულეების გაცნობასა და დამეგობრებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ გზას თბილისიდან ანაკლიამდე და უკან, ასევე საკუთარ თავზე იღებენ ბანაკში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს. გზის საფასურს საქართველომდე და უკან დამოუკიდებლად იხდიან.

ბანაკში ჩასვლა დაგეგმილია შემდეგ პერიოდებში: 20-26 ივლისი, 28 ივლისი — 3 აგვისტო, 5-11 აგვისტო, 13-19 აგვისტო, 21-27 აგვისტო, 29 აგვისტო — 4 სექტემბერი.

პროგრამა „მომავლის ბანაკი" ანაკლიაში 2013 წლიდან არსებობს. მისი მიზანია უზრუნველყოს საქართველოსა და მის ფარგლებს მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები