საზოგადოება

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

27.04.18 21:45


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად, გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია დაინიშნენ.

გიორგი წერეთელი, ამ დრომდე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში, სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. კობა გაბუნია კი შპს „ელიტა ბურჯის“ კომერციული დირექტორი იყო. თავმჯდომარის ახალ მოადგილეებს აქვთ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეა.

მას 5 მოადგილე ჰყავს – ნუგზარ გასვიანი, ალექსანდრე თევდორაძე, ლევან კუპატაშვილი, გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები