საზოგადოება

ზემო ლარსი დღეს: საქართველოში შემოსვლისთვის უზარმაზარი საცობი შეიქმნა

30.04.18 18:15


საქართველოს შემოსასვლელთან რუსეთის მხრიდან მსუბუქი ავტომობილების მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა, მგზავრები ქვეყანაში შემოსვლას უკვე ათი საათია, ვერ ახერხებენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საცობი იმის გამო შეიქმნა, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსი" რუსული მხრიდან ვერ ასწრებს ავტომობილების დიდი ნაკადის დროულად გაშვებას. სატვირთო ავტომობილები ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდებიან.

მაისის დღესასწაულებთან დაკავშირებით, რუსეთიდან საქართველოსკენ ტურისტების დიდი რაოდენობა გამოემგზავრა. უფრო ადრე ტურისტულმა სააგენტოებმა განაცხადეს, რომ ამ დღეებში თბილისში სასტუმროების 98% დაჯავშნულია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები