საზოგადოება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თემატური გარბენი გაიმართა

30.04.18 18:45


თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების მონაწილეობით თემატური გარბენი გაიმართა.

სპორტული ღონისძიება პროგრამა #იყავიაქტიურისაქართველოში-ს ფარგლებში სპორტულ-გასართობ კომპლექს "ჯინო ფერედაისი"-ს ტერიტორიაზე ჩატარდა.

2.5 კილომეტრიანი მანძილი ტუროპერატორებმა, გიდებმა, სასტუმროების წარმომადგენლებმა დაფარეს. გარბენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია ორგანიზებით მოეწყო.

გარბენის ყველა მონაწილე მაისურით დასაჩუქრდა. გამორჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები