საზოგადოება

თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებაში აიკრძალა

01.05.18 14:45


დღეიდან, თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებაში აიკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც.

წესების დამრღვევი დაწესებულება კი, პირველ ეტაპზე 500, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება.

პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალება:

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში;

საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში;

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;

ამავე კანონის მიხედვით, სიგარეტის მოწევა დასაშვებია:

ფიზიკური პირის სახლში; ტაქსისა და კატერში;

სამორინეში; წინასწარი დაკავების იზოლატორში;

პენიტენციურ დაწესებულებაში; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;

სიგარაბარში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შეთხვევაში;

აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას.

ამასთან, 2020 წლის 1-ელ იანვრამდე, დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები