საზოგადოება
25.04.16 1:30
"გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გუშინ სადგურის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ბაზრის მოვაჭრეები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით სასამართლომ 3 მათგანი გაათავისუფლა. ადვოკატ გიორგი ჩაფიძის ინფორმაციით, პროცესი 27 აპრილს გაიმართება, სადაც მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ. მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე სამართალდამცველებმა საერთო ჯამში 5 პირი დააკავეს. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. ადვოკატის ცნობით, დაკავებულების ნაწილი ორთაჭალის განყოფილებაში გადაიყვანეს. "აქციაზე სულ 5 პირი დააკავეს. 3 მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ხოლო ორს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. ზეპირად ვიცით, თითქოს დაკავებისას ამ ორმა პირმა პოლიციის თანამშრომლებს ხელის არეში უკბინა, რაც აბსურდია", - განაცხადა ჩაფიძემ. თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა გარევაჭრობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.
"რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სადაც ასევე მინახავს გარევაჭრობა, გარეთ გამოტანილი სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქონელი, ამიტომ ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, თუმცა, ეტაპობრივად ცივილიზებული ქვეყნები ამას კრძალავენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გარევაჭრობა ეკოლოგიასთან, გარემოს დაბინძურებასა და ქალაქის იერსახესთანაა დაკვშირებული, მაშინ ის გარკვეულ ჩარჩოში მართლაც უნდა იყოს მოქცეული. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ყველაფრის უკან დგას ასობით მოქალაქე, რომელიც ლუკმაპურს სწორედ გარევაჭრობით შოულობს. ამიტომ გადაჭრით იმის თქმა, რომ უნდა აიკრძალოს და თან სხვა გამოსავალი არ შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
"ჩემი აზრით, გარევაჭრობა აუცილებლად უნდა აიკრძალოს, მაგრამ საკითხავია, რა ეშველება ამდენ ხალხს, რომელიც ლუკმაპურს სწორედ ამ გზით შოულობს. ასე ხომ არ უნდა გაგრძელდეს?! ეს ხალხიც იმსახურებს სიბრალულს. ასე პირდაპირ აკრძალვა, სხვა არჩევანის შეთავაზების გარეშე არ იქნება სწორი. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, რომ ამ ადამიანებს დაეხმაროს და საშველი რაიმე გზით გამოუძებნოს. ისე, რა თქმა უნდა, არ მომწონს გარევაჭრობა და მისი აკრძალვა აუცილებელია", - მიიჩნევს ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი.
"არსებულ რეალობას თუ შევხედავთ და აკრძალვაზე ვისაუბრებთ, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ ამ ხალხის დასაკმაყოფილებლად რაიმე ზომები უნდა გამოიყენოს. ჩემი აზრით, ქალაქის მერმა მათ ალტერნატიული გზა გამოუძებნა კიდეც და ბაზრებში დასაქმება შესთავაზა, თუმცა ეს ადრეც უნდა გაეკეთებინა და ამ ხალხისთვის ყურადღება მიექცია. სანამ კრიტიკულ ზღვარზე არაა ვითარება, იქამდე ყურადღებას არავინ იჩენს. ეს საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელი და მისახედია", - ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ გვენეტაძე.
"ჩემი აზრით, ამ ყველაფერს აუცილებლად ცივილური ფორმა უნდა მიეცეს. რა თქმა უნდა, ეს დიდი ხნის წინ დაწყებული პრობლემაა და აქამდეც უნდა მოევლოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ვაჭრობის ასეთი ფორმა და ქუჩაში მოფენილი პროდუქტი მიუღებელია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ვაჭრობის ამგვარი გზა მიუღებელია და მივესალმები მის აკრძალვას", - დასძენს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.01.21
-
დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
17:4018.01.21
-
ვაშაძე ენმ-ის გარეშე ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე საუბრობს
17:2018.01.21
-
დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას შეხვდა
17:0018.01.21
-
„ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს“ - ვოლსკი
16:4018.01.21
-
პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
16:2018.01.21
-
ანა ნაცვლიშვილი „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინიციატივაზე: ინდივიდუალური შეხვედრები სწორად არ მიმაჩნია
16:0018.01.21
-
ალექსანდე ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული
15:4018.01.21
-
15:2018.01.21
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მებაღეებისთვის თანამედროვე ტიპის კოტეჯები განთავსდა
15:0018.01.21
-
თავდაპირველად 10 ათასი ადამიანისთვის სამყოფ დოზას ველოდებით – გაბუნია ვაქცინებზე
14:4018.01.21
-
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 25 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
14:2018.01.21
-
მიხეილ სარჯველაძე - ნაადრევია გამოთქმული ვარაუდები, რომ ერთ წელიწადში უმრავლესობა დაიშლება
14:0018.01.21
-
2 დღეში სხვასასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა შემუშავდება - გამყრელიძე
13:4018.01.21
-
გიორგი ვაშაძე „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს
13:2018.01.21
-
ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა
13:0018.01.21
-
„საკვები დაგვიმთავრდა“ - რას აცხადებენ კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებული სატვირთო მანქანების მძღოლები
12:4018.01.21
-
12:2018.01.21
-
„ენგურჰესი“ 20 იანვრიდან გაჩერდება
12:0018.01.21
-
11:4518.01.21
-
11:3018.01.21
-
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია
11:1518.01.21
-
დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა
11:0018.01.21
-
10:4518.01.21
-
სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
10:3018.01.21
-
10:1518.01.21
-
დიდ ქალაქებში მეორე სემესტრი კვლავ დისტანციურ ფორმატში განახლდა
10:0018.01.21
-
ეკა ბესელია: კობახიძეს პარტია დაეშლება და დარჩება ოფისი
18:0015.01.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2987 ლარი გახდა
17:4015.01.21
-
17:2015.01.21
-
17:0015.01.21
-
ამირან გამყრელიძე - „რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ
16:4015.01.21
-
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
16:2015.01.21
-
საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი გახდა
16:0015.01.21
-
"ასეთი მრუდე ლოგიკა არ მსმენია არასდროს, ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო " - სანიკიძე
15:4015.01.21
-
მუსლიმმა თემმა ლოცვა დაასრულა - ვითარება სოფელ ბუკნარში
15:2015.01.21