როგორ იკეთებენ სომხები თავის საქმეს საქართველოს ხარჯზე?!

06.05.16 18:30


რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სტატია სათაურით, „როგორი მეგობრები არიან სომხები ქართველებისთვის" (kavkazplus.com). სტატიაში აღნიშნულია: „დეკლარირებული მეგობრობის მიუხედავად, იმის მაგივრად, რომ სომხებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეღიარებინათ, გამოდიან აფხაზებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მოთხოვნით.

2015 წლის 12 მაისს ევროკავშირის უცხო ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის 1227-ე შეკრებაზე, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე იყო საუბარი... 44 ქვეყანამ, მათ შორის აზერბაიჯანმაც მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის დოკუმენტს, ე.წ. „შეთანხმებას" რუსეთის ფედერაციასა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. მხარდამჭერთა შორის, სერბეთსა და შვეიცარიასთან ერთად სომხეთიც აღმოჩნდა".

შეგახსენებთ, რომ სომხეთის მხრიდან ბოლო წლებში მსგავს ინციდენტებს არაერთხელ ჰქონია ადგილი.

2008 წელს ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე დევნილების დაბრუნების რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეხებოდა, 14 ქვეყანამ დაუჭირა მხარი სომხეთის გამოკლებით.

2009 წელს იგივე ტიპის რეზოლუციას დევნილების საკითხთან დაკავშრებით 48 ქვეყანა მიემხრო სომხეთის გარდა.

2010 წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 ქვეყანამ, სომხეთი კვლავ წინააღმდეგი იყო. ცნობისთვის, 86 ქვეყანამ საერთოდ თავი შეიკავა, ამ საკითხზე კენჭისყრისაგან.

2011 წელს 57 ქვეყანა მიემხრო საქართველოს სომხეთის გარდა.

2014 წელს მაშინ, როცა თვით რუსეთის მოკავშირე სერბეთი, რომელიც წლების განმავლობაში წინააღმდეგ აძლევდა ხმას, თავი შეიკავა, სომხეთი კვლავ საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდა...

სტატიაში აღნიშნულია: „სომხური ტრანზიტი საქართველოზე გადის. ამ ქვეყანამ რომ გზა გადაკეტოს, სომხეთს კატასტროფა ემქურება. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სომხეთს მხარი უნდა დაეჭირა საქართველოსთვის, მისი სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, მისი განვითარებისა და აყვავებისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, სომხეთის ხელისუფლებას მეგობრობა სხვანაირად ესმის"...

რამდენიმე კვირის წინ „საერთო გაზეთში" გამოქვეყნდა სტატია სომხური მხარის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ოთხასამდე ეკლესია-მონასტრის, მის გარშემო ტერიტორიების და სასაფლაოების სომხეთის სახელმწიფოს კუთვნილებად გამოცხადების მოთხოვნის თაობაზე.

ჰაოსიანელები არ ივიწყებენ „დიდი არმენიის" იდეას და საქართველოს კოჭებში უყურებენ - ჰა და ჰა, ახლა ჩამოიქცევაო. მანამდე არ დაიძინოს არც ერთმა სომეხმა და ისე არ „აუდგეთ გვერდები", სანამ ეს ნატვრა არ აიხდინონ, მაგრამ ასეთი „ნატვრა," რომ აქვთ, ესაა უბედურება მაშინ, როცა საქართველოში 248 900 სომეხი ცხოვრობს და თავს არცთუ ისე ცუდად გრძნობენ.

ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრე არმენოლოგ, ბატონ ალექსანდრე აბდალაძეს. გთავაზობთ ინტერვიუს.

- 1968 წლიდან ვმუშაობ არმენოლოგიის საკითხებზე და ახალი პრეტენზიებით სომხები ვეღარ გამაკვირვებენ, მაგრამ ფაქტებით ვისაუბროთ.

ისტორიას ახსოვს პერიოდები, როცა თბილისში ქართველებზე მეტი სომხები ცხოვრობდნენ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისი სომხური ქალაქი იყო, ან საქართველო სომხებით ყოფილიყოს დასახლებული.

მას შემდეგ, რაც სომეხთა მეფე ტიგრან II-ის იდეა „დიდი სომხეთის" შესახებ განადგურდა. სომხებმა მიზნად დაისახეს მთელი კავკასიის დაპყრობა რელიგიური კუთხით. სომხური ეკლესიის თავკაცები შეეკრნენ სპარსეთს და უკვე მე-7-მე-8 ს-ებში განხეთქილება ჩამოვარდა სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის. სომეხმა კათალიკოსმა აბრაჰამმა მოუწოდა სომხებს: ამიერიდან ქართველებთან გაწყვიტეთ ყოველგვარი ურთიერთობა, გარდა ვაჭრობისა. იყავით ისეთ დამოკიდებულებაში, როგორშიც ხართ ებრაელებთანო.

დავით აღმაშენებლის დროს ცნობილი სომეხი საეკლესიო მოღვაწე წერდა: არ ჭამოთ ქართველის მიერ დაკლული საქონლის ხორცი, შიმშილით იძულების გარდაო.

X ს-ში სომხეთის მეფემ სომხური ეკლესიის და ჯარის თანხლებით ქვემო ქართლი დაიკავა, შეიქმნეს იქ საერისთაო და დედაქალაქად სამშვილდე გამოაცხადეს. მაგრამ ამით დამთავრდა სომეხთა აშკარა დომინირება საქართველოში, თუმცა ამბიციები დღემდე არ გაჰქრობიათ.

როგორც ზემოთ გითხარით, სომხებს ყოველთვის სურდათ კავკასიის დაპყრობა და პირველ რიგში, საქართველოსი, რადგან საქართველო მდებარეობს კავკასიის ცენტრში.

ქართველი მეფეები კი ყოველთვის ცდილობდნენ შეეხიზნათ გაჭირვებული სომეხი მოსახლეობა საქართველოს ტერიტორიაზე. მაგალითად, დავით აღმაშენებელმა გორში თვითონ დაასახლა სომხების დიდი ნაწილი. ქვეყნის მმართველები ლტოლვილებს ეკლესიების ნანგრევებსაც ჩუქნიდნენ, რასაც შემდეგ ესენი არემონტებდნენ. როგორც აღმაშენებლის დროს, გიორგი ბრწყინვალეს დროსაც საქართველომ შეძლო მთელი ამიერკავკასიის გაერთიანება და მიზნად დაისახა წარმართულ ჩრდილოეთ კავკასიაში მართლმადიდებლობის შეტანა. მაშინ ქრისტიანული იყო სომხეთიც და მეზობელი ალბანეთიც, რომლის მემკვიდრედ ახლა აზერბაიჯანი სახელდება. ამიტომ ქართულ მხარეს ყოველთვის ეგონა, სომხები მხარდამჭერები იქნებოდნენ მუსულმან მტრებთან ბრძოლაში და იახლოვებდნენ მათ. იგივე პოლიტიკას ატარებდნენ შემდეგ ვახტანგ VI და ერეკლე II.

- ანუ ეკლესიების მოთხოვნა სომხების მხრიდან სამართლიანია?

- სამართლიანი კი არა თავხედობა და უმადურობაა. მაგრამ მოგახსენებთ თვით ამ ეკლესიების შესახებაც. მათი დიდი ნაწილი აშენებულია XIX ს-სა და XX ს-ის დასაწყისში და ჩემი აზრით, ყველა მათგანი უკანონოდ არის აშენებული რუსების წაქეზებით, ქართველებისგან ნაძარცვი ფულით.

დიდ პატივს არ ვცემ ნოე ჟორდანიას პოლიტიკას, მაგრამ მის სიტყვებს მოვიშველიებ: XIX ს-ში და XX ს-ის დასაწყისამდე თბილისში რუსი ბატონობდა პოლიტიკურად, ხოლო სომეხი ეკონომიკურადო. რუსებს ქართველების დასაპყრობად მოკავშირედ სომხები ჰყავდათ და ორივენი გაერთიანებულნი ჩაგრავდნენ საქართველოს. იმ პერიოდს ეკუთვნის ჯავახეთში ქართული ეკლესიების გადაკეთება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯავახეთში სომხების ჩასახლება ქართველთა ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.

ივ. ჯავახიშვილი ამბობს, მე-19 საუკუნემდე ჯავახეთი მთლიანად ქართველებით იყო დასახლებულიო. შემდეგ რუსებმა იქ სომხები მასიურად ჩაასახლეს.

- ახლა რა განწყობაა ამ კუთხით ქართველებსა და სომხებს შორის?!

- მოგითხრობთ ამაზეც.

1997 წელს ორკვირიანი მივლინებით ერევანში ვიყავი. უკან ავტობუსით დავბრუნდი. გვერდით მეჯდა თბილისელი სომეხი. მან თვითონ გაიხსენა 1918 წლის დაშნაკური სომხეთის შემოსევა საქართველოზე და თქვა: იმ ომში ინგლისი და საფრანგეთი რომ არ ჩარეულიყო, სომხები თბილისს ავიღებდით. გაითვალისწინეთ, ამას ამბობს თბილისელი სომეხი, რომელიც აქ ცხოვრობს, მაგრამ სურს, რომ ეს ქალაქი სომხური იყოს.

ესენი არიან მოღალატეები და საქართველოს მოღალატეს საქრთველოში სალოცავი არ უნდა ჰქონდეს, ეს არის ჩემი აზრი.

- გრიგორიანული ეკლესიები დავანგრიოთ?

- არა, რა თქმა უნდა.

თუ დამტკიცდება, რომ რომელიმე ეკლესია ნადვილად სომხების აშენებულია, ის ეკლესია უნდა დაიკეტოს და გამოცხადდეს საქართველოში არსებულ სომხური კულტურის ძეგლად. მოქმედი ეკლესიები, ცხადია, უნდა დავუტოვოთ, რომ ილოცონ. ორი მოქმედი ეკლესია აქვთ, თუ არ ვცდები, თბილისში. ჯავახეთში უფრო მეტი.

- ბატონო ალექსანდრე, ისიც აღსანიშნავია, რომ სომეხი მოსახლეობა ჩვენი ქვეყნის შენებაშიც იღებდა გარკვეულ მონაწილეობას.

- რადგან კითხვა ასე დასვით, ავიღოთ კონკრეტული დარგი, მაგალითად, ვაჭრობა. სომეხი ვაჭრობდა, ქართველი ვაჭრობას თაკილობდა. ეს ჯერ კიდევ რუსთველიდან მოდის - „თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნიო", ხომ გახსოვთ?! ქართველს უნდა ეომა 15 წლიდან 80 წლამდე. დიახ, ზოგიერთი 80 წლისაც მიდიოდა ომში, თუკი ბრძოლა შეეძლო, მებრძოლები თვლიდნენ, რომ ყიდვა-გაყიდვა მათი საქმე არ იყო.

ქართულ ჯარში სომხები არასდროს იბრძოდნენ მაშინ, როცა მემატიანე, მაგალითად, დიდგორის ომში ოსებსაც კი ჩამოთვლის მებრძოლებად.

- მიუხედავად ყველაფრისა, სომეხი მოსახლეობა მაინც შემოდიოდა და მკვიდრდებოდა საქართველოში.

- კი, ბატონო, ერეკლე II-მაც შემოიყვანა ისინი და დაასახლა, მაგალითად, გორში, სიღნაღში, თელავში, ველისციხეში.

ერეკლე II-მ თავისი მეფობის პერიოდში რამდენიმეჯერ დაიქვემდებარა ერევნის ხანი. მას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ საქართველო შეძლებდა კავკასიის გაერთიანებას და ამ საქმეში სომხებსაც გამოიყენებდა.

სომეხი და სომხური ეკლესია კი თვლიდა, რომ მთელი კავკასია უნდა ყოფილიყო სომხების მორჩილებაში, დიდი სომხური ეკლესიის მორჩილებაში, რომელსაც ალიანსი ექნებოდა სპარსეთთან, არაბებთან და ა.შ. სომეხი საზოგადო მოღვაწეები წერდნენ: სომხები შემოქმედი ხალხი ვართ. ქართველი ერი კი სხვისი კულტურის მიმთვისებელი და გადამღებიო.

ქართველი მეფეებიც ბაგრატუნიანები იყვნენო და ა.შ. მაგრამ ტყუილია ყოველივე ეს.

მოკლედ, ამ იდეოლოგიით, კულტურას კავკასიაში მხოლოდ სომხები ქმნიდნენ. ამ ლოგიკით, მთელი ქართული კულტურა სომხური კულტურის ნაწილად და განშტოებად ცხადდება და თვით ჩვენი ქართული ანბანიც სომხური ყოფილა. არსებობს მოსაზრებაც, რომ სომხებს ანბანი სირიელმა შეუდგინაო. მაგრამ სომხები იჩემებენ, მესროპ მაშთოცმა არა მხოლოდ სომხური, არამედ ქართული და ალბანური ანბანიც შექმნაო, თუმცა, ახლა უკვე დამტკიცებულია, რომ მესროპ მაშთოცმა ქართული საერთოდ არ იცოდა და ის ვერ შექმნიდა ქართულ ანბანს.

მაგრამ საინტერესო სხვა რამეცაა: საქართველოში ნებისმიერ სომეხს რომ შეეკითხო, თუნდაც მეწაღეს, ის სომხეთის პატრიოტია, მაგრამ ქართველი, ზოგჯერ პროფესორიც კი, კოსმოპოლიტი და ინტერნაციონალისტი გახლავთ.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, სომხებმა ქართველებს წარგვტაცეს ლორე-ტაშირი 1921 წელს. ის ნამდვილად ქართული ტერიტორიები იყო და ზღვა სისხლი აქვთ იქ ქართველებს ჩაღვრილი. დავიბრუნებთ ოდესმე ლორე-ტაშირს? რაღაც არ მგონია. სომხები წართმევას და ძალადობას კვლავ აგრძელებენ. ჯავახეთი, ფაქტობრივად, გაასომხეს, ახლა ტაძარ-მონასტრებს უმიზნებენ. თავის საქმეს იკეთებენ საქართველოს ხარჯზე და ეს, რატომღაც, დღემდე გასდით.

ირანდა კალანდაძე

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები