საზოგადოება

ბორჯომის ტყეში ხანძრმა ნახევარ ჰექტარი ტყის ფართობი მოიცვა

01.05.18 17:00


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ცეცხლი გაძლიერდა.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბუბა ბერიძის განცხადებით, მიუვალი ადგილის გამო ცეცხლის ლოკალიზება რთულდება.

კიდევ ერთი პრობლემა აქ ქვის ცვენაა, რაც კიდევ უფრო ართულებს ხანძრის კერამდე მისვლას.

საკირის ტყეში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"ადგილზე მთელი რეგიონის ტექნიკაა მობილიზებული, აქამდე ქარი იყო და რთულდებოდა ხანძრის ჩაქრობა. ადგილზე მეხანძრეები და მეტყევეები მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით იმუშავებენ. მოლოდინი გვაქვს, რომ დილამდე შევძლებთ ხანძრის ლოკალიზებას" - ამბობს ბუბა ბერიძე.

ბორჯომის ტყეში ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. ცეცხლი დაახლოებით 6 საათისთვის გაჩნდა, რა დროსაც მოსახლეობის მიერ მოხდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები