საზოგადოება

მსოფლიო როკის ვარსკვლავები ბათუმში კონცერტს გამართავენ

04.07.16 14:50


ცნობილი როკ-ვოკალისტი და როკ-ჯგუფ Nazareth-ის დამფუძნებელი დენ მაკაფერტი, შოტლანდიელი შემსრულებელი დუგი უაიტი და ამერიკელი როკ-მომღერალი ტიმოთი ოუენსი (Timothy Owens) ბათუმში 4 ივლისს კონცერტს გამართავენ.

მსოფლიო როკის ვარსკვლავების ერთობლივი კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.

უცხოელ შემსრულებლებთან ერთად მსმენელის წინაშე ქართველი მომღერლები — ნიკო და გიორგი ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე და სხვები წარდგებიან.

სცენაზე ასევე დაუკრავს ბათუმის ხელოვნების ცენტრის სიმფონიური ორკესტრი ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა ბათუმის მუსიკალური ცენტრის სალაროებშია შესაძლებელი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები