საზოგადოება

ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსამდე გათბება – როგორი ამინდია მოსალოდნელი

01.05.18 21:15


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 – 3 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 – 2 მაისს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

დედაქალაქში კი თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსამდე გათბება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები