ანალიტიკა

ყარაბაღის კლანი „ევაკუირებული“იქნება სეპარატისტულ აფხაზეთში?

01.05.18 23:40


2018 წლის 23 აპრილს როდესაც ერევანში უკმაყოფილო მასამ იძულებული გახადა სერჟ სარგსიანი გადამდგარიყო სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყარაბაღში ქალაქში ხანქენდი ან სტეპანაკერტი, საიდანაც გაბანკროტებულმა სომეხმა დიკტატორმა დაიწყო თავისი კარიერა, შედგა საინტერსო შეხვედრა.

სეპარატისტული Artsakhpress აცნობებს, რომ 23 აპრილს ე.წ „არწახის რესპუბლიკის“ „სახელმწიფო მინისტრი“ არაიკ არუთუნიანმა მიიღო ე.წ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურა კოვე, რომელიც „ჩავიდა სტეპანაკერტში სამუშაო ვიზიტით“.

კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავდნენ სერჟ სარგსიანის მიახლოებული პირი და საოკუპაციო რეჟიმის ფუნქციონერი - არაიკ არუთუნიანი (რომელიც თავის დროზე „მყრ პრემიერის“ პოსტზე იყო „ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი მსოფლიოში“) სეპარატისტული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრთან“ ბუნდოვნად არის გადმოცემული.

„არწახის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის“ ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა მნიშვნელოვნად გამოყო სტაბილური და დინამიური პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება „არწახსა“ და „აფხაზეთს“ შორის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობებს. ა.არუთუნიანის განცხადებით, არსებობს დიდი აუთვისებელი შესაძლებლობები, რომლებიც არ გამოიყენება და შემდგომი ძალისხმევა მიზნად ისახავს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

„აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა“ მადლობა გადაუხადა არაიკ არუთუნიანს თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ "არწახთან" ურთიერთობა გულწრფელი და მეგობრულია. დარ კოვეს თქმით, აფხაზეთის სომხურმა თემმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ურთიერთობების განმტკიცებაში. ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე საუბრისას აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგშია და აფხაზური მხარეც დაინტერესებულია.

ის ფაქტი, რომ ერევნის რეჟიმისთვის ამ კრიტიკულ მომენტში მოხდა ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ორი სეპარატისტული რეჟიმის ეს შეხვედრა, შემთხვევითი არ არის. ვინც ამ შეხვედრას ორგანიზებას უწევდა, აშკარად ჩქარობდა. რადგან, ჩამოვიდა სოხუმის სეპარატისტი „მინისტრი“ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერევნის გავლით და აშკარად სერჟ სარგსიანის თანხმობით (შესაძლებელია ის შეხვდა მას ან მის ახლო გარემოცვას ერევანში).

მაგრამ ამის გაკეთება მან შეძლო მხოლოდ 23 აპრილის პირველ ნახევარში - სანამ სარგსიანი არ გადადგა. დღის ბოლოს ასეთი მგზავრობა პრობლემატური გახდებოდა - საეჭვოა , რომ ჯერ კიდევ სომხეთის ხელისუფლებაში მყოფი პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების განმახორციელებელი კარენ კარაპეტიანი და სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანს მოუნდებოდათ გარდაუვალი გადადგომის ფაქტის შემდეგ საქართველოს ხელმძღვანელობისგან კითხვები დაბადებულიყო.

შემთხვევითი არ არის, რომ მომდევნო დღეს სოხუმში სარგსიანის დამხობის შემდეგ აფხაზეთის მარიონეტულმა „პრეზიდენტმა“ შეცვალა მარიონეტული „პრემიერ მინისტრი“. „პრემიერი“ ბესლან ბარცისი 24 აპრილს გადააყენეს და სეპარატისტული მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გენადი გაგულია მოულოდნელად დაბრუნდა ამ პოსტზე, „ღირსეული“ ასაკის მიუხედავად (70 წელი).

შეგახსენებთ, რომ გენადი გაგულია უკვე იკავებდა სეპარატისტული აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრის“ პოსტს 1995 წლიდან 1997 წლამდე და 2002-2003 წლებში. ანუ: პირველი სეპარატისტული ლიდერის ვლადისლავ არძინბას დროს. სწორედ მაშინ, როდესაც აფხაზეთის სეპარატისტებისა და ერევნის რეჟიმის მიერ რუსეთის ქმედებები განსაკუთრებით მჭიდროდ იყო კოორდინირებული, განსაკუთრებით სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის ოკუპაციის ფონზე.

ამასთანავე გენადი გაგულიას პირველი პრემიერობა სოხუმში დაემთხვა, ფაქტობრივად, რუსეთის დახმარებით ყარაბაღური კლანის მოსვლას სომხეთის ხელისუფლებაში. ანუ, სეპარატისტულ აფხაზეთში მოულოდნელად და ყოველგვარი „ადგილობრივი“ მიზეზის გარეშე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ სერჟ სარგსიანისა და მისი ახლობლების „ძველი პარტნიორები“.

ამრიგად, სამხრეთით ვიღაც ცდილობს გადაარჩინოს სეპარატისტული პროექტები და კოორდინაცია გაუწიოს ერთობლივ ქმედებებს. ასევე აშკარაა, რომ ერთ სეპარატისტულ პროექტს (“ყარაბაღის“) გაუჩნდა გადაუდებელი აუცილებლობა მეორისა („აფხაზურს“) და შეიძლება მივხვდეთ რატომ.

რაზე შეიძლება ესაუბრათ სოხუმის სეპარატისტული მარიონეტული რეჟიმის ერთ-ერთ ფუნქციონერსა და სერჟ სარგსიანის ახლობელსა და ყარაბაღის სეპარატისტების ერთ-ერთ ლიდერს?

ნათელია, რომ სეპარატისტულ რეჟიმს ხანქენდში კარგად ესმოდა, ჯერ კიდევ სარგსიანის გადადგომამდე, რომ მისი დღეები დათვლილია და დათვლილია ყარაბაღის კლანის დღეები სომხეთში. ერევნის ახალმა ხელისუფლებამ რომ არც მოახდინოს ყარაბაღის დეოკუპაცია, ნადვილად არ აიტანს სარგსიანის წარმომადგენლებს ოკუპირებული ტერიტორიის „ხელისუფლებაში“.

ანუ სეპარატისტული ლიდერები უნდა გაიქცნენ სადმე და სომხეთსა და აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპარული თანხები სადღაც ჩადონ. ზუსტად ასევე უნდა მოიქცნენ მათი თანამზრახველები ყარაბაღური კლანიდან. მათ სადღაც უნდა გაუშვან „ფესვები“.

მაგრამ დასავლეთში სარგსიანს და მის მებრძოლებს არ ელოდებიან. ირანს ის საერთოდ არ სჭირდება. რუსეთში კი, აშკარად, უკმაყოფილონი არიან სარგსიანის ჩქარი დანებებით. კრემლს ჰყოფნის „მაიდანით“ დამარცხებული უკრაინელი იანუკოვიჩი, რომელმაც ასევე უნიჭოდ დაკარგა ძალაუფლება. კიდევ ერთი ასეთი ხელცარიელი, თანაც თავისი ამალითა და ამბიციებით მოსკოვს არ სჭირდება.

ასევე ნათელია, რომ სომეხი ნაციონალისტების „თამაშის“ გეგმების მიყოლებით რუსული პოლიტიკა რეგიონში, ფაქტობრივად, გაკოტრდა. გამოდის, რომ იგივე ძალები, რომლებმაც გააღვივეს სეპარატიზმი სამხრეთ კავკასიაში და ძლევამოსილი სომხური ლობი რუსეთში ყველას თვალწინ განიცდიან ფიასკოს. ახლა, ნათელი გახდა კავკასიაში სეპარატიზმის მხარდამჭერი პოლიტიკური ჩიხი, რომელსაც ატარებდა რუსეთი „დიდ სომხეთის“ ინტერესებში.

რუსეთმა უახლოეს დროში უნდა გადაწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები. განსაკუთრებით სომხეთში, სადაც დომინირებს ადგილობრივი სომხური თემი.

არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სწორედ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე იპოვის დროებით თავშესაფარს ზოგიერთი ადამიანი ყარაბაღის კლანიდან. შესაძლებელია ესენი იყვნენ სერჟ სარგსიანი და ბაკო სააკიანი. სქემა შეიძლება „ორმხრივად სასარგებლო იყოს“. ერთის მხრივ რუსეთი უშვებს ყარაბაღურ კლანს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე. ისინი კი „თვალ ყურს“ ადევნებენ, რომ იქ შენარჩუნდეს აფახაზეთის მარიონეტული სეპარატისტული რეჟიმი და ეს ტერიტორიები არ გამოვიდეს კონტროლიდან, როგორც სეპარატისტული ფუნქციონერების, ასევე „ჩამოსახლებული: ყარაბაღური კლანის.

მაგრამ არც საქართველოს, არც აფხაზ ხალხს არ სჭირდება „საჩუქრად“ მარადიორები და დამნაშავეები, რომლებიც გაურბიან პასუხისმგებლობასა და აპირებენ განაგრძონ თავიანთი დანაშაული სხვის მიწაზე. ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა ადევნოს თვალი სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული ლიდერების კონტაქტებს, ყარაბაღის სეპარატისტებთან და „ყარაბაღური კლანის“ წარმომადგენლებთან, რათა არ დაუშვას, რომ აფხაზეთი გახდეს დამნაშავეების თავშესაფარი.





KavkazPlus

წაკითხულია : 1036


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები