საზოგადოება

დამოუკიდებლობის 240 წელი - შტატების საელჩომ თბილისში ღონისძიება გამართა

04.07.16 15:00


ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 240 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეერთებული შტატების საელჩომ და სავაჭრო პალატამ ოჯახურ პიკნიკს უმასპინძლა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

„ვფიქრობ 4 ივლისს ყველა ამერიკელი ნოსტალგიურად არის განწყობილი, რადგან ამ დღეს ყველაზე ამერიკული დღესასწაული აღინიშნება. ჩემთვის სასიხარულოა რომ საქართველოში ვიმყოფები. ჩიკაგოს შემდეგ ეს პირველი ადგილია, სადაც დამოუკიდებლობის დღეს სიამოვნებით აღვნიშნავ“, — განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

საელჩოს ტერიტორიაზე მისულ 1200-მდე სტუმარს ორგანიზატორებმა საზეიმო გარემო დაახვედრეს.

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები