საზოგადოება

ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს

04.07.16 16:25


ბაქოდან ბათუმამდე რეგულარული ავტობუსის რეისების დანიშვნა იგეგმება, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ АЗЕРТАДЖ-ზე დაყრდნობით.

საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა შაფა მეხმანგიზიმ განაცხადა, რომ რეისები ღამის საათებში შესრულდება ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით ბაქოს საერთაშორისო ავტოსადგურის კომპლექსიდან.

ავტობუსი ბაქოს დროით 18:00 საათზე გავა და ბათუმში მომდევნო დღის 09:00 საათზე ჩავა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები