საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

04.07.16 16:55


გარემოს ეროვნული სააგენტო 4 - 10 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, 4 – 6 ივლისს საქართველოში ნარჩუნდება არამდგრადი ამინდი.

მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.ჰაერის ტემპერატურა +26, +31° იქნება.

7 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +30, +35° იქნება.

8 - 10 ივლისს დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი გაგრძელდება, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28° - მდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33° - ის ფარგლებშია მოსალოდნელი.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 1018


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები