საზოგადოება

თბილისის შემოგარენში ტარანტულები გამოჩნდნენ

04.07.16 17:35


ვაზიანის დასახლებაში ტარანტულების შემოსევის გამო მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ გიორგი ლილუაშვილი წერს.

ვაზიანში, რომელიც თბილისიდან 25 კმ-ში მდებარეობს, ქართული სამხედრო ბაზა მდებარეობს, რომლის ახლოს ოფიცერთა ოჯახები და იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტარანტულები შხამიანთა ოჯახს მიეკუთვნებიან, რომლებიც ნარკოტიკულ ეიფორიას იწვევენ და ნარკობაზარზე საკმაოდ მაღალი ფასი აქვთ.

ტარანტულების გამოჩენის შესახებ ინფორმაციას თბილისის სხვადასხვა რაიონის მოსახლეობაც ავრცელებს. მათი სიტყვებით, დიდი ობობები ლისის ტბის ტერიტორიაზე შენიშნეს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 928


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები