საზოგადოება

„როსტოს“ და „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

06.05.16 19:00


ყოფილ ტელეწამყვანს, ლევან როსტოშვილს და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ მსახიობს, ლაშა კურტანიძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა -შენახვას ედავება.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი ტელეწამყვანი და მსახიობი სამართალდამცველებმა წუხელ, გვიან ღამით, დააკავეს.


წყარო : IPN /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები