მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანელი ხალხი აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს

11.05.18 19:25


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს.

„სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად უნდა აღდგეს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია უნდა შესრულდეს. ამ რეზოლუციებში ღიად მითითებულია, რომ საოკუპაციო ძალები უპირობოდ უნდა იქნას გამოყვანილი დაპყრობილი მიწებიდან. კონფლიქტის გადაჭრის სხვა გზები არ არსებობს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება მოლაპარაკებების საგანი. აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს.

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად და უპირობოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხზე.

აზერბაიჯანს საკმარისი შესაძლებლობები აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალურ დონეზე. ჩვენს გარეშე რეგიონში ვერც ერთი პროექტი ვერ განხორციელდება. რაც უფრო ადრე გაიგებენ სომხეთში ამ რეალობას, მით უფრო ადრე დარეგულირდება კონფლიქტი“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.





წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები