პოლიტიკა

ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესის გაგრძელებას პროგნოზირებს

06.05.16 19:10


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის პროცესი გაგრძელდება. როგორც ეკა ბესელიამ გიორგი ვაშაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების საკითხზე კომენტირებისას ჟურნალსიტებთან საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი დიდი ხანია დაიწყო და, როგორც ჩანს, კვლავ გაგრძელდება.

”რაც შეეხება მათი დაშლის გახანგრძლივებულ პროცესს, რომელიც ძალიან დიდი ხანია დაიწყო, როგორც ჩანს, გაგრძელდება, იმიტომ რომ საარჩევნო პერიოდია და გასაგებია მოტივაცია”,- განაცხადა პარლამენტარმა. ”ნაციონალური მოძრაობა” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ დატოვა და განმარტა, რომ ის ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს.


წყარო : IPN /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები