პოლიტიკა

26 მაისს თბილისს 7 პრეზიდენტი ეწვევა

15.05.18 21:00


26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.

,,ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. ასეთი რამ საქართველოში ნამდვილად არასოდეს მომხდარა.

ერთდროულად ასეთი ტიპის მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში არასოდეს ჩამოსულან.

ამ კუთხით გამორჩეული იქნება 26 მაისი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს საქართველოში ფუძნდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი ეკონომიკური ფორუმის კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ბრენდი, რომელიც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ევროპელ ინვესტორებში საქართველოს პოპულარიზაციას.

,,ეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებული პროექტია და ამ ფორუმს ასევე, 26 მაისს, საზეიმო ვითარებაში გახსნიან საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები და საქართველოს პრემიერმინისტრი", - აღნიშნა აბაშიშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები