პოლიტიკა

ეკა ბესელია: „ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში ჩვენ რამდენიმე პრინციპულ და კონცეპტუალურ საკითხს ვეხებით”

15.05.18 22:00


თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, მუზეუმების კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული“ ეწყობა. პროექტი ა(ა)იპ „თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან“ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდება და მისი მიზანია მოსწავლეების ჩართულობა თბილისის მუზეუმების მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში და ამ გზით მათი პოპულარიზაცია და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა.

პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილე ბავშვებს საკრებულოს დეპუტატები საკრებულოს შენობაში უმასპინძლებენ და სიგელებით დააჯილდოებენ.

აღნიშნული პროექტით თბილისის საკრებულო მუზეუმების საერთაშორისო დღეს უერთდება, რომელიც 1977 წლიდან მუზეუმების საერთშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით 18 მაისს ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

მუზეუმების კვირეულს დედაქალაქი კომპლექსური ღონისძიებებით უერთდება. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 18 მაისს მოეწყობა „მუზეუმის ღამე თოჯინებთან და სათამაშოებთან ერთად’’, ხოლო 19 მაისს, მუზეუმები სასურველ სტუმრებს უფასოდ უმასპინძლებენ და საგანმანათლებლო პროგრამებს, სათამაშო მარშრუტებს, სამუშაო შეხვედრებსა და მასტერ-კლასებს, ვიდეო-პროექციებს, დეგუსტაციებს, ცოცხალ შოუ-წარმოდგენებს, სპეციალურ ანიმაციებს შესთავაზებენ.

თბილისში 9 მუნიციპალური მუზეუმია. ესენია: ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი და თოჯინების მუზეუმი.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები