პოლიტიკა

„ევროკავშირმა საქართველო 15 ქვეყანასთან ერთად შეარჩია, რომელიც წარმატებული მაგალითია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით“ - თამარ ჩუგოშვილი

16.05.18 14:45


„ევროკავშირმა საქართველო 15 ქვეყანასთან ერთად შეარჩია, რომელიც წარმატებული მაგალითია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სტავროს ლამბრინიდისთან გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ევროკავშირის ახალი ინიციატივა Good Human Rights Stories (GHRS), რომელშიც საქართველო მსოფლიოს 15 ქვეყანასთან ერთად მოხვდა.

ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ სიაში შესულია ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყნები, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებების კარგი სისტემა.

„ვისაუბრეთ იმ სფეროებზე, სადაც საქართველოს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგალითად: არასათანადო მოპყრობა, პატიმრების მდგომარეობა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, ქალთა უფლებები, პოლიტიკური უფლებები და ა.შ. საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის გამოცდილებაც იმის თაობაზე, თუ როგორ გადაჭრა ეს პრობლემები, სხვა ქვეყნებს გაუზიარებენ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ესწრებოდა.​




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 586


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები