პოლიტიკა

სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

16.05.18 16:00


“სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მოქალაქეებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი დაკანონების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ადამიანებს ფართების დაკანონების საშუალება მიეცემოდათ, სადაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ. ჩვენ ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ. დღეს განვიხილავთ სამგორის ქუჩის N16-ში 18 ოჯახისთვის საცხოვრებლების სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაცემის საკითხს. აღნიშნული პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ამ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, ყველას დავეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები