პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა

16.05.18 12:15


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან, პრემიერ-მინისტრთან ბაჰიტჟან საგინტაევთან, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის (მეჯლისი) თავმჯდომარესთან ნურლან ნიგმატულინთან, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის (სენატი) თავმჯდომარესთან კასიმ ტოკაევთან.

მიხეილ ჯანელიძე ასტანაში ვიზიტისას შეხვედრას გამართავს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან კაირატ აბდრახმანოვთან. შეხვედრის დასრულების შემდგომ ხელი მოწერება 2018-2019 წლებში თანამშრომლობის პროგრამას.

ამასთან, 16 მაისს ქ. ასტანაში მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტი. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები