პოლიტიკა

ჩატარდება თუ არა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია ხვალ - შსს-ში დახურული შეხვედრა გაიმართა

16.05.18 18:15


მიუხედავად იმისა, რომ აქციის ჩატარება უკვე დაანონსებულია, "თანასწორობის მოძრაობაში" ჯერჯერობით ისევ მსჯელობენ, რა ფორმით უნდა აღინიშნოს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. "თანასწორობის მოძრაობაში" შეკრებული აქციის ორგანიზატორები ოფისში სამუშაო შეხვედრას მართავენ და გადაწყვეტილების მიღებაზე მსჯელობენ. უცნობია, რა შედეგებით დასრულდა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრა, რომელიც აქციის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა.

"თანასწორობის მოძრაობის" წევრის, გიორგი თაბაგარის თქმით, 17 მაისი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი დღეა:

"ჩვენ ვიცით რა პროცესებსაც აქვს ქვეყანაში ადგილი. 17 მაისი ეს არის დღე, რომელიც მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. გუშინ გვქონდა შეხვედრა შსს-სთან და შესაბამისად ახლა გვაქვს უბრალოდ სამუშაო პროცესი, სადაც ვმსჯელობთ იმაზე რას და როგორ ვაკეთებთ ხვალ. ამ დეტალებზე მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას."- განაცხადა თაბაგარმა.

გიორგი თაბაგარი არ აკონკრეტებს, შეიცვალა თუ არა აქციასთან დაკავშირებული გეგმები, გუშინ შსს-ში გაამართული შეხვედრის შემდეგ

"უბრალოდ ვმსჯელობთ, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, ამაზე მოგვიანებით განვაცხადებთ." - განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. IDAHOTB-ს აღნიშვნას 2012-2013 წლებში დაპირისპირება მოჰყვა, ადამიანის უფლებების დაცვისთვის გამოსულ მოქალაქეებს, "ქართული ტრადიციების დაცვის მოტივით" მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელთა რიგებში სასულიერო პირებიც იყვნენ. ადგილი ქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.

IDAHOTB-ს აღნიშვნისთვის გამოსული აქტივისტები ტერიტორიიდან პოლიციამ სპეციალური ტრანსპორტით გაიყვანა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები