პოლიტიკა

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები რუსეთში გაემგზავრნენ

16.05.18 21:45


საქართველოს პარლამენტის წევრები “პატრიოტთა ალიანსიდან” დღეს, 16 მაისს, რუსეთში გაემგზავრნენ, სადაც რუსეთის სათათბიროში შეხვედრებს გამართავენ.

როგორც პარტიის აღმასრულებემა მდივანმა გოჩა თავდორაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რუსეთში უკვე გამგზავრა ორი წევრი- ნატო ჩხეიძე და ადა მარშანია. რაც შეეხება პარლამენტარ გიორგი ლომიას, გოჩა თევდორაძის თქმით, რუსეთში გამართულ შეხვედრებში ადა მარშანიასა და ნატო ჩხეიძესთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

“კონკრეტულად ვისთან ექნებათ შეხვედრები, ამ საკითხზე ინფორმაციას ჯერ ვერ მოგაწვდით.

სავარაუდოდ, რუსეთის დუმის სხვადასხვა კომიტეტში იქნება შეხვედრა. ჩვენი მხირდან საუბარი იქნება ჰუმანიტარულ საკითხებზე, არჩილ ტატუნაშვილსა და სამმხრივი ფორმატის, ნატო-საქართველო-რუსეთის შექმნის საკითხზე. ეს იქნება ის ძირითადი თემები, რაზეც ჩვენი წევრები ისაუბრებენ,”- აცხადებს გოჩა თევდორაძე.

პარტიის აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, რომ რუსულ მხარესთან შეხვედრის ინიციატორი “პატრიოტთა ალიანსია”.

ეს არ არის “პატრიოტთა ალიანსის” პირველი სტუმრობა მოსკოვში. პარტიის წევრები რუსეთში, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს 2008 წლის ომის შემდეგ, 2017 წლის ივლისშიც იმყოფებოდნენ.

როგორც ამ ვიზიტის შემდეგ ადა მარშანიამ განაცხადა, რუსულ მხარეს შესთავაზეს “საქართველო-ნატო-რუსეთის” ფორმატი. მარშანიას თქმითვე, რუსულმა მხარემ ამ იდეას “საინტერესო” უწოდა.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები რუსეთში 2017 წლის 1 ოქტომბერსაც გაემგზავრნენ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები