საზოგადოება

თბილისში ოჯახის სიწმინდის დღეს მსვლელობით აღნიშნავენ

17.05.18 15:15


თბილისში ოჯახის სიწმინდის დღე ვარდების მოედნიდან სამების ტაძრამდე მსვლელობით აღინიშნება, განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დავითიანნი" Facebook-გვერდზე.

მსვლელობა ვარდების მოედანზე სამების საკათედრო ტაძრისკენ 12:00 საათზე დაიწყება.

სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს წირვას, დალოცავს ოჯახებს, მრევლსა და მთელ საქართველოს.

ქვეყნის შსს-მ გუშინ ავტომობილების მძღოლები გააფრთხილა, რომ აქციასთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრში, კერძოდ, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და გადამკვეთ ქუჩებზე 09:30 საათიდან გზები გადაიკეტება.

დღეს, 17 მაისს ასევე აღინიშნება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოძრაობა თანასწორობისთვის", რომელიც ლგბტ საზოგადოების უფლებებს იცავს, ხუთშაბათს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაგეგმილი აქცია გააუქმა.

„ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ-აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია საქართველოს კანცელარიასთან, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში", — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აქცია გააუქმა ნაციონალისტურმა ორგანიზაცია „ქართულმა მარშმაც", რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ ამ ნაბიჯზე წავა იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნაზე უარს იტყვიან.

„საერთოდ არ მსურს ვიღაცებმა ისარგებლონ ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ხვალ დილიდან ჩვენ ვილოცებთ და შემდეგ შევუერთდებით საპატრიარქოს დაგეგმილ ღონისძიებებს, მივიღებთ მონაწილეობას მსვლელობაშიც. ხვალინდელი დღე ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", – განაცხადა ორგანიზაციის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.

დაპირისპირება ლგბტ-აქტივისტებსა დანაციონალისტებს შორის 2013 წლის 17 მაისს დაიწყო, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედებების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30-მდე ადამიანი დაშავდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები