საზოგადოება

წლის დასაწყისიდან საქართველოს რუსეთიდან დაახლოებით 400 ათასი ადამიანი ეწვია

04.07.16 21:35


წლის დასაწყისიდან საქართველოს რუსეთიდან 397 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია, განუცხადა ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ბოლო ექვს თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 2 მლნ 636 ათას 313 ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12,9%-ით გადააჭარბა. ამასთან, ტურისტების რაოდენობამ 1 მლნ 11 ათას 680 ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18,1%-ით მეტია.

ჩოგოვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზიტორთა შორის ლიდერები კვლავ მეზობელი ქვეყნები არიან. პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი — 686 ათას 102 ადამიანი (ზრდა 18,1%), მას მოსდევს თურქეთი — 629 ათას 754 ადამიანი (ზრდა 4%), სომხეთი — 552 ათას 806 (1,4%), რუსეთი — 397 ათას 75 (15,6%) და უკრაინა — 69 ათას 912 (26,3%).

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორებს, ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა ლატვიიდან (29%), იტალიიდან (20%) და საფრანგეთიდან (12%).

ამავე პერიოდში განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ირანიდან (400%), ინდოეთიდან (340%), ფილიპინებიდან (208%), ისრაელიდან (95%), ჩინეთიდან (57%) და უზბეკეთიდან (31%).

ტურისტებისა და ვიზიტორების რიცხვი, რომლებიც საქართველოში 24 საათით და მეტი ხნით ჩამოვიდნენ, 228 ათას 866 ადამიანს შეადგენს (+15,8%).

2016 წლის ივნისში საქართველოს 517 ათას 038 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4,1%-ით მეტია.

ჩოგოვაძემ ასევე განაცხადა, რომ ივნისის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა — 115 ათას 277 ადამიანი (+1,9%), შემდეგ მოდის სომხეთი — 107 ათას 463 (-3,9%), თურქეთი — 105 ათას 683 (-7,2%), რუსეთი — 93 ათას 397 (+4,4%) და უკრაინა — 16 ათას 746 (+35,3%).

ევროკავშირის ქვეყნებიდან ივნისში გამოირჩეოდნენ ჩეხეთი (ზრდა 66%), ლიტვა (+33%), ბულგარეთი (+25%), გერმანია (+20%), საფრანგეთი (+19%), ლატვია (+18%).

შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2015 წელს 1,94 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 149 მილიონით მეტია (ზრდა +8,3%).

ჩოგოვაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 354,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა +15,7%). ტურიზმის წილი შიდა პროდუქტში, 2015 წლის მონაცემებით, 6,7%-ს შეადგენს (ზრდა +16,25%).

2016 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის წილი მშპ-ში 6,8%-ს შეადგენს (ზრდა +11,5%).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები