პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - ხდება საქართველოს მსოფლიო ტურიზმის რუკაზე დამკვიდრება

19.05.18 11:30


2023 წელს საქართველო მსოფლიო თხილამურებით და სნოუბორდით სრიალს უმასპინძლებს, რაც გაზრდის ტურიზმის დინამიკას. მისივე თქმით, ხდება საქართველოს მსოფლიო ტურიზმის რუკაზე დამკვიდრება.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო აღნიშნული მიმართულებით უმაღლეს ლიგაში გადადის.

“საქართველო 2023 წელს ხდება მასპინძელი თხილამურებით და სნოუბორდით მსოფლიო სრიალში. ეს არის საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმისა და ზამთრის ტურიზმის რუკაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის უმაღლეს ლიგაში გადასვლა. ეს არ არის მხოლოდ 2023 წელი, ეს იწყება დღეიდან, რადგან ეს ნიშნავს დღეიდან გაზრდილ ინვესტიციას, ეს არის საყოველთაო სახალხო ჩართულობა ზამთრის სპორტის სახეობაში. ეს არის ტურიზმის კიდევ უფრო მზარდი და მაღალი დინამიკა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები