საზოგადოება

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

21.05.18 10:45


თელავში ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული და ოპერაცია უტარდება.

აღნიშნული ფაქტი “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1979 წელს დაბადებული გ. ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 20 მაისს, ქალაქ თელავში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით, 1992 წელს დაბადებულ გ.ბ.-მ სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ა. თელავში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით”,-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები