საზოგადოება

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება

21.05.18 15:30


თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება.

„ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება!

2018 წლის 20 მაისს, საქართველო-თურქეთს შორის ხელმოწერილი 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში და ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები ქართული მხარის მიერ გადაცემული ძალოვანი ხარაჩოს პროექტის საფუძველზე.

ამჟამად დაიწყო ტერიტორიის შემოზღუდვა და მოსამზადებელი სამუშაოები ხარაჩოს დასამონტაჟებლად. შემდგომ ეტაპზე განსაზღვრულია ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რომელიც ზემოხსენებული 5-წლიანი პროგრამის შესაბამისად ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ.

სიმბოლურია, რომ ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება ემთხვევა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. ქართველ და თურქ ექსპერტებს განსაკუთრებული წარმატება ვუსურვოთ ამ ისტორიული პროექტის ეფექტურად და სანიმუშოდ განხორციელებაში!

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოშკის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს და ტურისტულ ჯგუფებს ვთხოვთ გაგებით მოეკიდონ სამუშაოებთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტაძარში შესვლაზე შესაძლო შეზღუდვებს“, – წერია საელჩოს განცხადებაში.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები