პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე - მნიშვნელოვანია, რომ მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მალევე იმართება ეს შეხვედრა

21.05.18 16:00


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ ძალიან მალევე იმართება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის შეხვედრა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2017 წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში და მხარეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა იმსჯელონ მომავალ ნაბიჯებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია, რომელსაც საქართველოს მხრიდან გახსნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მდივნის ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ ძალიან მალევე იმართება ეს შეხვედრა. შეხვედრა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ ის პროგრესი რაც ორმხრივ ურთიერთობებში გვაქვს მიღწეული, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2017 წელი იყო განსაკუთრებულად წარმატებული საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში და ასევე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ მომავალ ნაბიჯებზე, განსაკუთრებულად განვიხილავთ ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ნატოს სამიტს, რომელიც უნდა გაიმართოს მიმდინარე წელს ბრიუსელში. შეხვედრაზე განხილული იქნება ხალხთაშორისი კონტაქტები, განათლების სფეროში ურთიერთობები, დემოკრატიის განმტკიცების პროცესში აშშ-ს მხარდაჭერა.

შევეხებით სტრატეგიული პარტნიორობის ოთხივე მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, აშშ-ს მხარდაჭერა ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცების და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, რაც არის კარგად გამოხატული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ს ჩართულობით და მათი მხარდაჭერით საერთაშორისო ფორუმებში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები