საზოგადოება

გერმანელი სტუდენტები საქართველოდან ადამიანთა გაძევების პროცედურებს გაეცნენ

21.05.18 17:00


გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციის აკადემიის სტუდენტები საქართველოს შსს-ს ეწვივნენ და მიგრაციის დეპარტამენტის მუშაობას გაეცნენ, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ქვეყანაში გერმანელი სტუდენტების ვიზიტი 2016 წლის აპრილში საქართველოს შინაგან საქმეთა ექს-მინისტრ გიორგი მღებრიშვილსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური
მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ როგერ ლევენცს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.

„სტუდენტები დეპარტამენტის სტრუქტურას და კომპეტენციას გაეცნენ. მათ, ასევე, დაათვალიერეს საქართველოში კანონიერი საფუძვლების გარეშე მყოფ პირთა დრობითი განთავსების ცენტრის ინფრასტრუქტურა, მიიღეს ინფორმაცია გაძევების მექანიზმებისა და პროცედურების შესახებ", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, დროებითი განთავსების ცენტრი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ ევროპულ სტანდარტებს და 92 პირზეა გათვლილი.

ცენტრში განთავსებული პირებისთვის ხელმისაწვდომია პირველადი სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია. ამასთან, ცენტრში დროებით მოთავსებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტი, ბიბლიოთეკა და სპორტული ინფრასტრუქტურა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები