საზოგადოება

სკანდალი ღვინის გრადუსის ქვეშ: „ბადაგონის" საქმე შეწყდა

21.05.18 17:50


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი მსხვილი ღვინის კომპანია Badagoni-ის შემოწმებისას დანაშაულის ნიშნები ვერ გამოავლინა, იუწყება Новости-Грузия საქართველოს მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით.

საგამოძიებო სამსახურმა კომპანიის შემოწმება მიმდინარე წლის იანვარში „ბადაგონის" ყოფილი მფლობელის, კომპანია Grakoro traiding limited-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ბადაგონის" ამჟამინდელმა მფლობელმა გიორგი სალაყაიამ უკანონოდ მიითვისა წილი. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 182-ე მუხლის მესამე ნაწილით („მითვისება ან გაფლანგვა") აღიძრა.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშულის ნიშნები არ გამოკვეთილა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა", — განაცხადეს პროკურატურაში.

სალაყაია მთელი ეს პერიოდი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებდა და აცხადებდა, რომ ის არის "ბადაგონის" კანონიერი მფლობელი. საქმის შეწყვეტის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება მან პოზიტიურად მიიღო.

ვიდრე კომპანიაში საგამოძიებო ღონისძიებები ტარდებოდა, აღნიშნული საკითხის გადაჭრაში დახმარებისთვის სალაყაიამ არაერთხელ მიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ბიზნეს-ომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძეს.

„ამასთან ერთად, არ შეიძლება არ აღვნიშნო და არ გადავუხადო მადლობა პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ჩვენი კომპანიის მხარდაჭერისთვის და ასევე ფინანსური პოლიციის და პროკურატურის ყველა იმ მუშაკს, რომელმაც გამოიჩინა პროფესიონალიზმი, ობიექტურობა და ოპერატიულობა „ბადაგონის" საქმის გამოძიების პროცესში", — დასძინა სალაყაიამ.

კომპანია „ბადაგონი" 2006 წელს დაფუძნდა. რაც შეეხება კომპანიის წილებს, რეესტრის მონაცემების თანახმად, პირველი განცხადება მათი ცვლილების შესახებ 2010 წლის 1 თებერვლით არის დათაღიღებული. იმ დროისთვის, Grakoro trading limited-ი წილის 79%-ს ფლობდა, მიხეილ სვიმონიშვილი, ნატო ზაალიშვილი და შოთა გვარაძე კი თითოეული 7%-ს, რომლებმაც საკუთარი წილები Grakoro trading limited-ის სასარგებლოდ დათმეს.

ასე რომ, 2010 წელს Grakoro trading limited-ი „ბადაგონის" ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 2013 წლის ივლისში კომპანიის 40%-იანი წლის მფლობელი გახდა გიორგი სალაყაია, 60% კი კვლავ Grakoro trading limited-ს დარჩა.

2015 წლის იანვარში Grakoro trading limited-ის წილი კიდევ 10%-ით შემცირდა, სალაყაიასი კი პირიქით, 10%-ით გაიზარდა. 2015 წლის ბოლსთვის სალაყაია 100%-იანი წილით კომპანიის მფლობელი გახდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები