პოლიტიკა

აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკა იქნება

21.05.18 15:00


ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკა იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს გაიმართა, სადაც მწვავე დისკუსია იყო და და მას "ყველა ის კომპეტენტური ადამიანი ესწრებოდა, ვისაც ეს საკითხი ეხება".

კითხვაზე, დაესწრება თუ არა ხვალინდელ სხდომას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ზოიძემ უპასუხა, რომ "მისი აზრით, უნდა დაესწროს".

"ეს არის საკვანძო თემა, რომელზეც პარტია, აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო ნაწილი უნდა შეთანხმდეს. მასში უნდა იყოს ჩართული ყველა ადამიანი და მათ შორის ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატი გარანტიას იძლევა, რომ ნარკომოხმარების ჰუმანიზაცია მოხდება, თუმცა რა ფორმით, ეს შესათანხმებელია.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები