პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: ლეგიტიმური ძალადობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს

21.05.18 21:00


საქართველოს პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს ნებისმიერი ძალადობა, ან ძალადობისკენ მოწოდება.

"თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ აზრის გამოხატვის თავისუფლება და ამ აზრის გამოხატვის თავისუფლებას იცავს სახელმწიფო მიუხედავად იმისა, ეს აზრი პროგრესულია, თუ რეგრესული.

მეორე: ნებისმიერი ძალადობა, ან ძალადობისკენ მოწოდება უნდა აღკვეთოს სახელმწიფომ. იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო ამ თემებს არ მოხედავს არამხოლოდ ადამიანის უფლებები ზარალდება, არამედ იწყება სახელმწიფოს დასასრული.

სახელმწიფო გასაფრთხილებელია და როდესაც სახელმწიფო ძალადობის უფლებას აძლევს რომელიმე ჯგუფს, იმ მომენტში მთავრდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, იმ მომენტში სუსტდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, ამიტომ ეს უნდა გვქონდეს ძალიან ზუსტად გააზრებული. ლეგიტიმური ძალადობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს. ამ დათქმის ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს კამპანიის "რესპუბლიკის 100 წელი - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" შეხვდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებზე და დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები