პოლიტიკა

ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა

21.05.18 18:05


23 -24 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე, ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან პარტნიორობით, ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევიან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიჰაელა შტაინაკერთან.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან ავსტრიის ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს, ამავე კომიტეტისა და საბიუჯეტო კომიტეტების წარმომადგენლებს, ასევე კონტროლის პალატის დასკვნითი კონტროლისა და ფედერალური კონტროლის დეპარტამენტის დირექტორს.

დაგეგმილია შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის ფინანსთა ფედერალურ სამინისტროში, საჯარო სამსახურისა და სპორტის სამინისტროს ეფექტურობის ფედერალური კონტროლის სამსახურსა და ფედერალური კანცლერის სამსახურის საფინანსო დეპარტამენტში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები