საზოგადოება

მსაჯულებმა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს

05.07.16 15:00


სამ საათიანი მსჯელობის შემდეგ, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო, ამის სესახებ ტელეკომპანია «რუსთავი 2“ იტყობინება.

გამოძიები ვერსიით, ბრალდებულმა 2015 წლის 20 დეკემბერს სიტყვიერი შელაპარაკებისას მრავლობითი დარტყმები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ მეუღლეს ომარ კ-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ 5 წლის შვილი დაახრჩო.

მაგდა პაპიძის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ოჯახური დანაშაული, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით“, რაც ითვალისწინებს 16-დან-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

მომდევნო სასამართლო სხდომა 6 ივლისს გაიმართება, სადაც მოსამართლე მაგდა პაპიძისათვის სასჯელის ვადას განსაზღვრავს. მომდევნო სხდომას ნაფიცი მსაჯულები არ დაესწრებიან.

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებიათ პაპიძის უფლებადამცველებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები