საზოგადოება

ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად ღონისძიებები გაიმართა

05.07.16 15:35


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „საქართველოს მეთევზეთა კლუბის“ ერთობლივი ღონისძიებაა – ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზიის გადმოსახლება თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში.

ამ ჯიშის თევზმა – გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელს ევროპაში მას მასობრივად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.

სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი, აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები