საზოგადოება

მუსლიმანური სამყარო დღეს რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს

05.07.16 16:05


მუსლიმანური სამყარო დღეს რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. წელს რამაზანი 6 ივნისს დაიწყო და 29-დღიანი მარხვის შემდეგ დღეს, რამაზან ბაირამის დღესასწაულით დასრულდება.

ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა დღეს, 06:30 საათზე ბათუმის მეჩეთში რამაზან ბაირამის ლოცვა აღასრულეს. რამაზანი ისლამური მთვარისეული კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს.

მარხვის საათებში მუსლიმები საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მოხუცებს, ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფ ადამიანებსა და ფეხმძიმეებს უფლება აქვთ მარხვა დაარღვიონ და წელიწადის სხვა დროს აანაზღაურონ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები