პოლიტიკა

ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

24.05.18 19:15


აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიამ ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში აშშ-საქართველოს თანამშრომლობასა და პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა.

„წელს მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განზრახული, მათ შორის შესყიდვების ნაწილში.

ბატონი მეტისის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით, გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობაზე გააკეთა აქცენტი. ლევან იზორიას განცხადებით, მეგობრობა ძლიერია, როდესაც ის საერთო ფასეულობებსა და ინტერესებს ეფუძნება, ერთიანობა კი - პარტნიორობის სიძლიერეა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები